სანდრო შელიასა და ჟურნალისტ ნინა ხუბუტიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს - ორივე ცნობილი სახეა, თუმცა მათი ქორწინება საზოგადოებისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.
წყვილი ხშირად გვიზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. დღეს კი ისინი ქორწინების 3 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
„დღეს ჩვენი დღეა ნინიკო.
ყოველ დღე უფრო მეტად მიყვარხარ და ყოველ დღე ახლებურად გაფასებ და ვხვდები, როგორი ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რომ მყავხარ შენ..“, - წერს სანდრო შელია და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
წყვილის ერთი შვილი ჰყავთ - ნიკოლასი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, როგორ ემზადებოდა Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუსთვის როზი ჰანტინგტონ უაიტლი