ჟურნალისტი ირაკლი მანაგაძე ფეისბუკის პირად გვერდზე 7 მარტის ღამეს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს რომ წუხელ, საზოგადოების დასაშლელად გამოყენებული გაზი განსაკუთრებით მომწამვლელი და მძაფრი იყო.
„ბევრი აქცია მაქვს გაშუქებული, პირველი ალბათ 2002 წელი იყო, მას მერე რევოლუცია, 7 ნოემბერი თუ 26 მაისი, ამ ხელისუფლების პირობებში 20 ივნისს, ცესკოსთან, სულ ვყლაპავდი დიდი ოდენობით გაზს, მაგრამ ვქაჩავდი, ასეთი დამპალი მომწამლავი გაზი არცერთ აქციაზე არ ყოფილა, ეგრევე სპაზმს იწვევდა, ახალგაზრდები ვარდებოდნენ უგონოდ. უბრალოდ მომენტალურად გახრჩობდა“, - წერს ირაკლი მანაგაძე.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები
🔵„მახსენებენ, რომ დეპრესია მქონდა და სუიციდი ვცადე... ეს როგორ უნდა იკადრო?“ - გიორგი კეკელიძე
🔵„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ - ზაზა ფაჩულია