რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, მოქალაქეებმა ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქცია გამართეს, სადაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
მოქალაქეებმა რკინის ბარიკადების ჩამოშლა სცადეს, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმს ჰქონდა აღმართული.
ამასთან, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში პირველი ჯაზ-მომღერალი ქალი - გიული ჩოხელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავისი ქვეყნის მომავალი ევროპაა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სოხუმიდან დედები მკვდარი შვილებით მოდიოდნენ რუსი აღარ არსებობს.
„მოსკოვში, სადაც ჩემი შვილია დაკრძალული, არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ჩავალ, იმიტომ რომ ჩემთვის რუსი აღარ არსებობს.
მას შემდეგ, რაც ქართველები თვითმფრინავში ჩატენეს, სადაც ძროხებს ტენიდნენ და გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც სოხუმიდან მკვდარი შვილებით ხელში დედები მოდიოდნენ…
ამას ვერ ვაპატიებ რუსებს, მე მთიული ქალი ვარ, ამიტომ ეს დამთავრდა. ვერ ჩავედი ჩემი შვილის საფლავზე და ვერც ჩავალ, ჩემი შვილი ჩემთვის ცოცხალია, სიზმარში ყოველთვის ვხედავ მას და ვესაუბრები“, - წერს გიული ჩოხელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები