რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, მოქალაქეებმა ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქცია გამართეს, სადაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
მოქალაქეებმა რკინის ბარიკადების ჩამოშლა სცადეს, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმს ჰქონდა აღმართული.
ამასთან, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში კალათბურთელი - ზაზა ფაჩულია ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს არჩევანი ევროპაა.
„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!
მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს“, - წერს ფაჩულია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები