
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ამჯერად მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც ბედნიერებაზე საუბრობს:
„დღეს, როდესაც სულიერი სწავლებები აბსოლუტურად გამრუდებულია, სამწუხაროდ, ადამიანთა დიდ ნაწილს მაღალ ენერგოტალღებზე ყოფნა „აღმაფრენა და ძიგძიგი” ჰგონიათ.
არადა, რეალურად, როდესაც მაღალ პედისტალზე გადადის ადამიანი, რა ეუფლება იცით? რა და „სიმშვიდე.”
სიმშვიდის დროს ემოციები, თითქმის არ გვაწუხებს, ვისაც გამოუცდია და ჰქონია სულიერი პრაქტიკები, ის მიხვდება, რასაც ვამბობ.
ციკლურობის დროს კი, პირიქით, დრო მართავს თქვენს ემოციებს. ხოლო, თუ გრძნობებს ინდივიდი თმობს, მაშინ თავადაც მართვადი ხდება გარემოებების მიერ.
არსებობს ერთადერთი ბედნიერება და ეს სიმშვიდეა. ის, რაც ადამიანს გამოჰყავს ჩვეული მწყობრიდან, თუნდაც ზღვარგადასული სიხარული, ეს უკვე ბედნიერება კი არა „კმაყოფილებაა“.
თუ შენ მატერიალურად მოიწყობ ცხოვრებას, შესაბამისად, ჩათვლი რომ მიზნამდე მიხვედი, მაგრამ თუ ვერ მიხვალ, მაშინ უკმაყოფილო იქნები.
აი, ბედნიერება - სიმშვიდით, ეს არაა ციკლური გარემო, ეს მარადიული ფაზაა.
ამაზეა ნათქვამი, არაერთგზის, „ნეტარ არიან მორწმუნენიო”. ვინც მაღალ ენერომუხტებზეა გასული და ღმერთს უახლოვდება, სიმშვიდეს გრძნობს, უმძიმეს სიტუაციაშიც კი მშვიდია.
მაგალითად, მთელ ბიბლიაში სიტყვა ბედნიერება არსად არაა ნახსენები, იმიტომ რომ თავად ბიბლიაა ბედნიერების მეცნიერება. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სწორი ფილოსოფიური სწავლება ან გამოცდილება, რითაც ადამიანი მიდის ამ მდგომარეობამდე.
შესაბამისად, შინაგანი სიმშვიდე გათანაბრებულია ბედნიერებასთან და მხოლოდ გარემო ფაქტორებზე აგებული მსოფლმხედველობა ჭეშმარიტად აქაურ მატრიცულ, ციკლურ კმაყოფილებასთან, რაც მოიტანს, ხან წინსვლას, ხანაც დაღმასვლას. ეს კი თქვენს ნერვებს, ასევე ხან აღაგზნებს, ხანაც საერთოდ ამოაგდებს კალაპოტიდან“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეკატერინე ტუღუში შავ კორსეტში პოზირებს - მოდელის ახალმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა
🎥 ბრაზილიაში 2 წლის ბიჭმა შემთხვევით დედა მოკლა - ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება