ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი 21-იდან 27 აგვისტომდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს.
„21-იდან 27 აგვისტომდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი:
მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის ამბროზიას (Ambrosia) ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალი მაჩვენებლით დაფიქსირდება.
ავშანის (Artemisia) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
წყარო: ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრი, 2023 წელი“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ასევე დაგაინტერესებთ:
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ცოტნე ბარამიძე გარდაიცვალა