Digest Logo

ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს - მცენარეული ალერგიები, რომლებიც 8 მაისამდე ვრცელდება

1651488143
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, თუ დროის რომელ მონაკვეთში არის ალერგია მოსალოდნელი.

„2-დან 8 მაისამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი:

იფანმა (Fraxinus), ვერხვმა (Populus) და ნეკერჩხალმა (Acer) დაასრულეს ყვავილობა.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

რცხილას (Carpinus) და ჭადარის (Platanus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

მუხის (Quercus), წიფელის (Fagus) და კაკლის (Juglans) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალი კონცენტრაციით დაფიქსირდება.

ფიჭვის (Pinus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება, მაგრამ მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.

ყვავილობა დაიწყო ცხენისწაბლმა (Aesculus) და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც ერთეული სახით.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დაბოლილები არიან. მეგონა, მიწისძვრა გამოაფხიზლებდათ, მაგრამ სულ „შექანდნენ”. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ“ - რამ გააბრაზა გიორგი ფხაკაძე

🔵„ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს ღლიცინი, რომ ძალიან გამიკვირდა... ცნობილი ადამიანები საოცრებებს წერდნენ“ - რატომ გაბრაზდა თამარ ივერი

🔵პუტინმა სახის შესანარჩუნებლად შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს - ამერიკელი სენატორი