Digest Logo

„ბოლო წუთამდე შენს გვერდით ვიდექი... მეგონა, რომ შენი გული გაუძლებდა!“ - რას წერს კლინიკის თანამშრომელი ტრაგიკულად დაღუპულ ორსულზე

1741435772
სოფო დარსალია

სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის სოფო დარსალიას სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფო ორი შვილის დედა იყო. ის მესამე შვილზე იყო ორსულად. იმ საბედისწერო დღეს სოფო სენაკში მანქანის საჭესთან იჯდა და სახლში, ძველ სენაკში მიდიოდა, შხეფის გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. როგორც ირკვევა, დაშავებული ქალი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და ექიმებმა ახალგაზრდა ორსული გოგოს გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თაკო ახალაია გამოეხმაურა, რომელიც როგორც ჩანს კლინიკაში მუშაობს და ბოლო წუთამდე მის გვერდით იყო.

„ბოლო წუთამდე შენს გვერდით ვიდექი! ბოლო წამამდე მეგონა რომ არ დანებდებოდი!! ბოლო წამამდე მეგონა, რომ შენი გული გაუძლებდა!

ღმერთო რა საშინელი შეგრძნებაა შვილმკვდარი დედის გვერდით დგომა. შენი ღიმილიანი სახე ჩემი გონებიდან არასდროს ამოვა, ისევ ასეთი ლამაზი მემახსოვრები და არა ისეთი როგორიც დღეს იყავი! ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი“, - წერს თაკო ახალაია.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მეუღლე ერთ-ერთი პირველი მივიდა ავტოავარიის გამოძახებაზე და იქ თავისი საყვარელი სოფო დახვდა“ - სენაკში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

„მარადიული სიცოცხლის დასაწყისის და ხორცშესხმის საიდუმლო დევს მასში“ - გიორგი ლობჯანიძე ქალებს 8 მარტს ულოცავს

შალვა ამონაშვილი 94 წლის გახდა - „შევნატრი მის სიცოცხლის მოყვარეობას, სიბრძნეს“