განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო შინაარსის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„არის თემები, რომლებიც მარადიულია.
სულხან-საბა ორბელიანი ისე წერს, თითქოს ამ დილას 30 წლისამ გაიღვიძა - მასზე თანამედროვე და მუდამ აქტუალური ავტორი ძნელი წარმოსადგენია.
მაინც რამ დააწერინა „მოძღვარი მელი?“
ყალბი მასწავლებლების აღზევებას ორი მთავარი რამ უწყობს ხელს:
1. მოხერხებული მოძალადე, რომელსაც ილუზიის შექმნა და სიტუაციის სათავისოდ გამოყენება შეუძლია - ე.წ. „აღქმების შემქმნელი“.
2. ბრიყვი ადამიანი, სხვის მიერ შექმნილი აღქმების უცილო მსხვერპლი, რომელიც სიმართლესა და სიცრუეს ვერ ასხვავებს.
თუ მეორე არ არსებობს, ვერც პირველი იხეირებს.
ვისაც ანაფორა აცვია, ყველა მოძღვარი ანუ შენი ცხოვრების მასწავლებელი არ არის.
მხოლოდ გარეგნობა შინაარსზე არაფერს გეტყვის.
„ერთი მელი დაცანცარებდა...“
ასეთი ახლა ბევრია.
სანამ ადამიანური სიბრიყვე ან გაუფრთხილებლობა არსებობს, ისინი არასდროს მოკვდებიან.
და ერთიც:
ისტორიულმა ოფოფმა შეიძლება ჯავრი ამოიყაროს, მაგრამ მამალსა და ძერას აღარაფერი ეშველებათ - არსებობს შეცდომის ზღვარი, რომლის იქითაც უეჭველი მარცხია“, - წერს გია მურღულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მიყვარს ჩემი ქალაქი...“ - ნახეთ, დალი ჩიტალაძის საოცარი კადრები
⭕„ექსტრავაგანტური, კლასიკური, გრაციოზული“- გამორჩეული სტილის მქონე 10 ქართველი ქალი
⭕„კვარაცხელიას ზედმეტად მიეჯაჭვნენ, მარადონასთან შედარებაც ნაადრევი იყო“ - „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი