მოდელი ლიკა კვარაცხელია „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია. იგი პერიოდულად საკუთარ გამომწერებს რჩევებსა და მოგზაურობის ფოტოებს უზიარებს.
იგი მეუღლესთან ერთად კენიაში მოგზაურობს, საიდანაც არაჩვეულებრივ ფოტოებს გვიზიარებს და წერს, რომ საუკეთესო დღეები გაატარა:
„დაუვიწყარი დღეების საუკეთესო დასასრული გამოიყურება ასე. ამ ადგილის შესახებ უკეთ მოგიყვებით, ძალიან თბილია ისტორია, ამ ასი წლის მამულის დაარსების მიღმა. ადამიანებს შეგვიძლია შევქმნათ და დავტოვოთ ჩვენი კვალი სამუდამოდ, ბუნებას და ცხოველს შეუძლია იყოს უფრო ერთგული და მადლობელი ვიდრე ადამიანი. ამ მოგზაურობაში, საოცრად ღრმა კავშირი ვიგრძენი დედამიწასთან. თითქოს ვიპოვე ჩემი ნაწილი, რომელიც ერთი ფაზლის ნაწილაკივით მაკლდა“, - წერს ლიკა კვარაცხელია.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება და როგორ დავძლიოთ შიშები? - ფსიქოლოგის რჩევები