Digest Logo

„ბზა უბრალოდ კომერციული საშუალებაა, რომლის გამოც ისევ დაამახინჯეს ბიბლიური სარწმუნოება. რატომ არის დღესასწაულად ქცეული ე.წ. „ბზობა“ - დომენიკ მანგო

1650199954
დომენიკ მანგო

„ხალხმა არც კი იცის, რომ ბზა ქრისტეს იერუსალიმში შესვლასთან არაფერ შუაშია, უბრალოდ რადგან პალმა არც ისე ხშირია, შეუცვალეს სახელი და დაარქვეს „ბზა“, - ასე გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ბზობის დღესასწაულს. 

„რატომ არის დღესასწაულად ქცეული ე.წ „ბზობა", მაშინ, როდესაც ბზა საერთოდ არ არის ბიბლიაში ნახსენები? ან რატომ ულოცავთ ერთმანეთს ყველაზე მძიმე კვირის დაწყებას, რასაც ქრისტეს ჯვარცმა ჰქვია?

როდესაც ქრისტე შევიდა იერუსალიმში, მას ფეხდით უგებდა ხალხი ხის ტოტებს, პალმის რტოებსა და შესამოსელს, ეგებებოდნენ შეძახილებით „ოსანა დავითის ძეს".

ბზა უბრალოდ კომერციული საშუალებაა, რომლის გამოც ისევ დაამახინჯეს ბიბლიური სარწმუნოება. ხალხმა არც კი იცის, რომ ბზა ქრისტეს იერუსალიმში შესვლასთან არაფერ შუაშია, უბრალოდ რადგან პალმა არც ისე ხშირია, შეუცვალეს სახელი და დაარქვეს „ბზა". მაშინ დაყიდეთ ხის ტოტებიც და ტანსაცმელებიც...

კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ა ა ე ს ვ ა ჭ რ ო ბ ა !

იმის მაგივრად, რომ ხალხს ბიბლია ასწავლონ, რიტუალებად, ცრუ დღესასწაულებად და ვაჭრობის საშუალებად აქვთ გადაქცეული ქრისტიანობა.

ეს იმდენად ღრმა პრობლემაა, რომ თავად ხალხი ვინც მსხვერპლია, ვერც კი აცნობიერებს საკუთარ მსხვერპლობას“, - წერს დომენიკ მანგო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ქართული ტელესივრცე შიზოიდების, იდეოლოგიური ჩათლახებისა და იმბეცილი „ორიენტირებულების“ სათარეშო ხდება“ - დემურ გიორხელიძე

🔵„არასდროს დამავიწყდება ერთ-ერთი მღვდლის შებღავლება...“ - რას იხსენებს ბექა ყორშია

🔵„შეყვარებული ვიყავი კატასტროფულად და აღარ მინდა... ძალიან დიდი დრო დავკარგე არაფრის გამო“ - რატი დურგლიშვილი