Digest Logo

„ჩემ 14 წლის შვილს გუშინ მზიურში მოსთხოვეს ტელეფონი... შემდეგ ცხრასართულიანი გინებები მიაყოლეს“ - ნიკა გვარამია

1640342087
ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია მზიურში მომხდარი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

გვარამია წერს, რომ მის 14 წლის შვილს მობილური მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო და სამართალდამცველების მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვა.

„ახლა ჩამოვედი კახეთიდან და ჩემს პროცესზე მივემართები. მაგრამ სტატუსი ამაზე არაა.

ჩემ სანდროს გუშინ მზიურში მოსთხოვეს ტელეფონი. სანდრომ, ინგლისურად, ბოდიში მოუხადა და ვერ გათხოვებთო. მიტრიალდა და გააგრძელა გზა სახლისკენ. იმათ, როგორც ჩანს, უცხოელად ჩათვალეს და ცხრასართულიანი გინებები მიაყოლეს.

მოვიდა სანდრო სახლში და მან და დედამ ერთად გადაწყვიტეს და პატრულში დარეკეს (მე კახეთში ვიყავი და ახლა ვიგებ ყველაფერს). ჩვენი ინტერესი, ერთის მხრივ, თავდამსხმელების გარკვევა და მომავალში მათ მიერ სხვა ადამიანების მიმართ ძალადობა/ძარცვის პრევენცია იყო, ხოლო, მეორეს მხრივ, იმაში დარწმუნება, რომ ეს ინციდენტი იმით არ იყო გამოწვეული, რომ სანდრო ჩემი შვილია.

პოლიცია მოვიდა სწრაფად. ამოიღო ვიდეოკამერები და თავდამსხმელების ვინაობა დაადგინა.

ვამაყობ ჩემი 14 წლის შვილის ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიციით და მადლობას ვუხდი პოლიციას ოპერატიულობისა და კეთილსინდისიერებისთვის“, - წერს ნიკა გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵ზოდიაქოს ხუთი ყველაზე ერთგული ნიშანი

🔵რა მოვლენები და სასწაულები გველოდება 2022 წელს - წინასწარმეტყველების პროგნოზები

🔵ფოტო (+18) „მხოლოდ თავში მირტყამდნენ. როცა ხელი დაეღლებოდათ გადიოდნენ და მესმოდა, როგორ გეგმავდნენ ჩემს ლიკვიდაციას“ - გიორგი გაბედავა

🔵„გადაიხადა, ჩაეხუტა და წავიდა. მიყვარს, მხოლოდ ასეთი კაცები მიყვარს“ - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში