Digest Logo

„ჩემი დეკოს კონცერტი თბილისში! წარმატება შვილო...“ - რას წერს ნუცა შანშიაშვილი ალექსანდრე ზაზარაშვილზე

1778061539
ნუცა შანშიაშვილი

მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც 12 წლის ასაკიდან აშშ-ში ცხოვრობს, 10 მაისს, 18:00 საათზე, თბილისში, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. 

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მომღერალი ნუცა შანშიაშვილი გამოეხმაურა და ახალგაზრდა კოლეგას წარმატება უსურვა:

„10 მაისი! ჩემი დეკოს კონცერტი თბილისში!

მეგობრებო სულ რამდენიმე დღე დარჩა ალექსანდრე ზაზარაშვილის „პერფორმანსამდე“!

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის თქვენთან ყოფნას და სიმღერას, რადგან ის დიდი პროექტები, კონკურსები, რომლებშიც ის აპირებს სამომავლოდ მონაწილეობის მიღებას, თქვენი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია!

წარმატება შვილო!“, - წერს ნუცა შანშიაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„როგორ გარბის დრო, უკვე 15 წლის...“ - ნინო ლეჟავა შვილს დაბადების დღეს ულოცავს

„ამერიკაში წასვლის შემდეგ ეკლესიას ჩამოვშორდი, რწმენაშიც დავსუსტდი და ვეღარ ვლოცულობდი...“ - რას წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი

🎥 „ჩემი ლოტოსის ყვავილი, ვიკი...“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად მალდივებზე ისვენებს