26 სექტემბერს ქართული შოუბიზნესის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ულამაზესი წყვილი მოექცა - მომღერალმა მარიამ შენგელიამ და მორაგბე გიორგი მჭედლიშვილმა ჯვარი დაიწერეს და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.
ქორწილს ქართული შოუბიზნესისა და საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი სახე ესწრებოდა.
ქორწილიდან უამრავი კადრები გავრცელდა, თუმცა მომღერალმა ამჯერად ისეთი კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ერთობოდა მეგობრებთან ერთად საქორწილო კაბის ჩაცმამდე:
„ჩემი ფავორიტი გუნდი“, - წერს მომღერალი.
მარიამ შენგელია მორაგბე გიორგი მჭედლიშვილზე 2026 წლის მაისში დაინიშნა.
გიორგი მარიამს დაბადების დღეზე ხელი სთხოვა.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „როცა ამაყი ხარ შენი ქვეყნით“ - რა კადრებს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე