Digest Logo

„ვბრწყინავ და ვასხივებ შინაგან სინათლეს, ყოველ წამს და ყოველ დღე... ძალიან კარგად მუშაობს“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალი ფოტოები

1791470016
ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ამჯერად მოდელმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გაავრცელა: 

„მე ვბრწყინავ და ვასხივებ შინაგან სინათლეს, ყოველ წამს და ყოველ დღე..

ბუნებრივად და გაცნობიერებულად, უალტერნატივოდ….

იმეორეთ, ძალიან კარგად მუშაობს“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე. 

ალექსანდრა პაიჭაძე ქართული შოუბიზნესისა და მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და განხილვადი სახეა. მან კარიერა სამოდელო სფეროში ადრეულ ასაკში დაიწყო და სწრაფად მიაღწია წარმატებას - მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფოტოსესიასა და მოდის კვირეულში.

სამოდელო სფეროს გარდა, ალექსანდრამ ძალები ტელევიზიაშიც სცადა, სადაც სხვადასხვა გასართობი გადაცემის წამყვანისა და სტუმრის ამპლუაში ხშირად გვევლინებოდა. ის აქტიურადაა ჩართული სოციალურ მედიაში და ითვლება ერთ-ერთ წამყვან ქართველ ინფლუენსერად, რომელიც ცნობილ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბრენდებთან თანამშრომლობს.

მოდელი საზოგადოების ყურადღებას არა მხოლოდ თავისი ვიზუალითა და უნაკლო გემოვნებით, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვარჯიშითა და თამამი, განხილვადი განცხადებებით იპყრობს. მას ორი შვილი ჰყავს და ხშირად უზიარებს გამომწერებს დედობისა და კარიერის შეთავსების საკუთარ გამოცდილებას.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Aleksandra Paichadze (@aleksandrapaich)

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როცა ამაყი ხარ შენი ქვეყნით“ - რა კადრებს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე

🎥 „დაგროვებითი ეფექტი აქვს, საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ შესაძლებლობას მოიტანს“ - როგორ ეხმარება თვითდისციპლინა 5 შვილის დედას

🎥 მიტოქონდრია: ახალგაზრდობის ელექსირი ჩვენს ორგანიზმში - ნინო ვაშაკიძის რჩევები

✕