
4 სექტემბერს მუსიკოსი და რეჟისორი, დიდი ხელოვანი მანანა მენაბდე უკანასკნელ გზაზე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრიდან გააცილეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
მანანა მენაბდე მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
მანანა მენაბდის დისშვილი განო მელითაური სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მას ემშვიდობება:
„ჩემი პირადი საოცრება ხარ მანანჩიკო.
ყველაზე ღირსეული ადამიანური წესიერი!
კეთილი!
სწორი!
არასოდეს გითამაშია საკუთარი თავი!
არასოდეს შეგშინებია მეგობრების მხარდაჭერა!
არასოდეს დაგვიწყებია მადლობა!
არასოდეს ყოფილხარ ყალბი!
არავისზე გისაუბრია ზურგს უკან, არასოდეს მჯდარხარ 2 სკამზე!
გადაყევი იმათ მონაგარს, ვინც მართლა ღირსეული იყო და როცა ჩაისვარეს ყველას შეუნდე!
მაგალითი იყავი ხარ და დარჩები ღირსების საქართველოსი! მოკაშკაშე ვარსკვლავი ხარ ამ ქვეყნის!
მადლობა ზრუნვისთვის!
მადლობა საქართველოზე ზრუნვისთვის!
მადლობა ყველაფრისთვის!
ჩემო სანუკვარო! რამდენი ვიბრძოლეთ ერთმანეთისთვის! რამდენი პირობა მივეცით! როგორ მენატრები“, - წერს განო მელითაური.
ცნობისთვის, 76 წლის ასაკში, ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე 1-ელ სექტემბერს გარდაიცვალა. იგი ბოლო თვეებში მძიმე დაავადებას ებრძოდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს!
🎥 „აკრძალულია ცხელი წყლით გალღობა“ - როგორ გავალღვოთ გაყინული პროდუქტი სწორად?