
მოდელი რუსა ჩაჩუა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, იგი ხშირად მოგზაურობს და ყოველთვის გვიზიარებს ულამაზეს კადრებს. რუსა ჩაჩუა AVON-ის კანის მოვლის ხაზ Nutraeffects-ის პირველი ქართველი სახე გახდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა მის კარიერაში. მოდელი აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ბრენდებთან და ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ფოტოსესიებში. იგი მეორედ გათხოვდა ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძეზე, რომელიც კომპანია „კაპიტალ ვოსტოკის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
რუსა ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს და აღნიშნავს, რომ ასეთი დღეები მათთვის განსაკუთრებულია.
ამჯერად ოჯახი სამოგზაუროდ საფრანგეთში იმყოფება, საიდანაც უთბილეს კადრებს გვიზიარებს:
„ჩემი ყველაფერი“, - წერს რუსა ჩიჩუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕არის თუ არა ნორმალური, აზრთა სხვაობის გამო მეგობრების დაკარგვა? - რას პასუხობს რუსკა ქარქაშაძე
⭕„ულამაზესი წყვილი“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე თურქეთში ისვენებენ