ქართული ესტრადის დივა, ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში შვილს, მარიკო მამულაშვილს დაბადების დღეს ულოცავს:
„17 თებერვალი, ჩემი ყველაზე თბილი და კეთილი მარიკოს დღეა❤️❤️❤️. გილოცავ, მა“, - წერს ლელა წურწუმია.
ლელა წურწუმია 1969 წლის 12 თებერვალს დაიბადა თბილისში. მამა, ლუდოვიკო წურწუმია ფიზიკოსი და ლექტორი იყო, ხოლო დედა, ნინო ლომთათიძე, უცხო ენების სპეციალისტი. ჰყავს ორი და — ეკა და ხათუნა. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 5 წლიდან აქტიურად დაიწყო მუსიკის სფეროში გარკვევა, დადიოდა ვოკალის პედაგოგებთან.
ლელას მეუღლე და პროდიუსერი მამულიჩაა, წყვილს ერთი შვილი ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელმა წყვილებმა დატოვეს მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ - ცნობილია, ვის იხილავთ ფინალურ ტურში