
ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე გარდაცვლილის შესახებ წერს და იმ ტრაგიკულ დღეს იხსენებს.
მისივე ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას სახელის უკვდავსაყოფად, ვაჟა ფშაველას გამზირთან მდებარე ულამაზეს სკვერს, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მისი სახელი მიენიჭა.
„შუადღე იყო, როდესაც ჩემმა მეგობარმა მარიკამ დამირეკა და მკითხა, ვერაზე ვიღაც ნიკა კვარაცხელიას ესროლეს და შენი ნიკო ხომ არ არისო?
იმდენად გამოვრიცხე დამაჯერებლად უთხარი არა -მეთქი. რამდენიმე წუთში ტელევიზიით სროლის კადრები გავრცელდა და…
მოკლეს! რატომ, რისთვის, რა უნდოდათ ვინ გაამწარა, ამაზე აგერ უკვე ერთი წელია პასუხი არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის, რომ აღარ გვყავს ნიკო ფიზიკურად, თორემ ისე ვერაფერი დამართეს!
მარტო ჩვენ კი არა, თაობებს ეცოდინებათ ნიკოს ამბავი, როგორი მომავლის ბიჭი გვყავდა. მისი სახელის უკვდავსაყოფად ვაჟა ფშაველას გამზირთან მდებარე ულამაზეს სკვერს, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა მისი სახელი“, - წერს ნინო ზამბახიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ჩვენს სკოლაში ზეიმის ნაცვლად დიდი გლოვაა“ - ტრაგედია, რომელმაც წალენჯიხა შეძრა
🎥 როგორ გაახარა ხვიჩა კვარაცხელიამ პატარა გულშემატკივარი - ემოციური კადრები