Digest Logo

„ჩემმა ქეთიმ ისეთი ამბები დაატრიალა, ქართული სააგენტოები რომ ანიუსებენ ხოლმე...“ - რას წერს მებო ნუცუბიძე

1665125084
მუსიკოსი მებო ნუცუბიძე

მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ცოლის წარმატების შესახებ წერს. 

როგორც მისი სტატუსიდან ვიგებთ, ქეთი საქართველოს გარდა ინგლისშიც შეძლებს იურისტად მუშაობას.

„ჩემმა ქეთიმ ისეთი ამბები დაატრიალა, ქართული სააგენტოები რომ ანიუსებენ ხოლმე, რაღაც მსგავსი სათაურით:

„ვინ არის ქართველი გოგო, რომელმაც ინგლისისა და უელსის ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა?”
დიახ. ბოლო თვეების განმავლობაში, ქეთი, სამსახურისა და ყოველდღიური ოჯახური პასუხისმგებლობების პარალელურად, ღამის თენებებისა და შაბათ - კვირების ხარჯზე, თავაუწევლად სწავლობდა ინგლისის სამართლის სხვადასხვა დარგს და ემზადებოდა უდიდესი და ურთულესი გამოცდისათვის. და ბოლოს, რა თქმა უნდა, წარმატებითაც ჩააბარა ყველაფერი.

როგორი ამბავია, არა?! საქართველოს გარდა, ქეთი ინგლისშიც შეძლებს იურისტად მუშაობას.
ცხრა წელია ერთად ვართ და ქეთი ყოველდღიურად მიმტკიცებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ შენი ოცნებებისა და მიზნებისათვის თავს გადადებ.

და ჩვენც ასე ვართ: ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, დაღლილს ყავას ვუდუღებთ და თუ რომელიმეს მაგიდაზე ჩაგვთვლემს, საწოლშიც გადაგვყავს ხოლმე.

და დღის ბოლოს, ბედნიერები ვართ იმით, რომ ორივე ვაკეთებთ ჩვენ ჩვენს საყვარელ საქმეს, თუნდაც ამას ერთად გატარებული საღამოები, ტახტზე კოტრიალობა და სერიალის ყურება ან წიგნის კითხვა ეწირებოდეს“ - წერს მებო ნუცუბიძე. 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი სცენაზე - აქამდე უცნობი ისტორია

🔵ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა დედა და გზა ეკლესიიდან სექსიმბოლოობამდე - თამო ვაშალომიძის სიშიშვლეზე აგებული პოპულარობა

🔵 „ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც ტაძრამდე არ მიდის... მაშ, რად გვინდა ასეთი გზა…“ - გიორგი ფხაკაძე