Digest Logo

„ჩემო ძმაო გამარჯვების დღეა...“ - ილია თოფურია ბრძოლის წინ მერაბ დვალიშვილს ამხნევებს

1737225648
ილია თოფურია

19 იანვარს კალიფორნიაში UFC 311 ჩატარდება, სადაც სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამარს პირველად რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

ღონისძიების წინ დვალიშვილმა წონა წარმატებით ჩააბარა, მან 60.7 კგ დააფიქსირა (მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2კგ-ია). ბრძოლამდე მხოლოდ აწონვების საჩვენებელი ღონისძიება რჩება, რომელიც თბილისის დროით ხვალ, გამთენიისას გაიმართება.

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში მერაბთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომლითაც იგი ბრძოლის წინ მას ამხნევებს:

„მერაბ, ჩემო ძმაო, დღეს გამარჯვების დღეა. შენს გვერდით ვართ ყველანი“, - წერს ილია თოფურია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მამარდას და მერაბ დვალიშვილის საჩუქრები...“ - „დანტესი“ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

⭕„გთხოვთ, იყავით ფრთხილად...“ - ნათლისღების დღესასწაულის წინ მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

🎥 ნაყენი, რომელსაც შეუძლია სისხლის მიმოქცევა ხუთ წუთში გააუმჯობესოს - არუნ ხათრის რეკომენდაცია