ამერიკაში მცხოვრები ნინო კვარაცხელია, თავისი ნამდვილი სიყვარულის, ემზარ ჯღარკავას პოვნით გაიცნო საზოგადოებამ. წყვილი ერთმანეთს 40-წლიანი დაშორების შემდეგ შეხვდა და ერთად თანაცხოვრება დაიწყო.
ნინომ სოციალურ ქსელში ტყვარჩელთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
„ტყვარჩელი ჩემს მეხსიერებას მითურ ქალაქად შემორჩა, ბუნებრივ ლანდშაფტში ჩაძირული პატარა, კოპწია, იდუმალი დასახლება საბაგიროებით... ხიდიდან იწყებოდა და უზარმაზარ მთებში იკარგებოდა...
დედას ბიძაშვილები ცხოვრობდნენ მანდ... მახსოვს გასვენებაში ვიყავით ბოლოს, ზურიკო, ახალგაზრდა ბიჭი სიმსივნით გარდაიცვალა.
ომის მერე ხშირად მიფიქრია, ნეტავი ვინ მოუვლის მის საფლავს -მეთქი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ნათესავების ....ახლა კი რუსული „მშვიდობის წყალობით“ ერთ დიდ სასაფლაოდ არის ქცეული ქალაქი...
ჭირისუფლად კი ბუნება მოგვევლინა, მეტი რაღა ქნას, ეფერება და ალამაზებს“, - წერს ნინო კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 არჩილ სოლოღაშვილი იუბილარია - ტელეწამყვანი და მსახიობი 45 წლის გახდა
⭕„დიდება საქართველოს, რომელმაც შვა გიგაშა“ - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მილოცვა გიორგი გიგაშვილს