ყველასათვის ცნობილი, უნიჭიერესი ახალგაზრდა პლასტიკური ქირურგი, კლინიკა „ტოტალ შარმის“ მთავარ ექიმი კონსტანტინე სულამანიძე დაქორწინდა.
მან ირინ პილიას ხელი 2025 წლის, 20 ოქტომბერს სთხოვა, რამდენიმე დღის წინ კი საქართველოში ქორწილი გადაიხადა.
ექიმი იუბილარია. დაბადების დღე მეუღლემ სოციალურ ქსელში მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა:
„დაბადების დღეს გილოცავ, სამუდამო სიყვარულო...
მიყვარხარ“, - წერს ირინ პილია.
ცნობისთვის, კონსტანტინე სულამანიძე 1987 წელს თბილისში დაიბადა. 1990-იანი წლების შემდეგ მოსკოვში აღმოჩნდა, სადაც ჯერ სკოლა შემდეგ კი ი.მ. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემია დაამთავრა.
2005 წლიდან მუშაობს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგად თბილისსა და მოსკოვში. არის სასწავლო კურსებისა და საჩვენებელი ოპერაციების ორგანიზატორი, კონგრესებისა და სიმპოზიუმების აქტიური მონაწილე.
კონსტანტინეს პირველი მეუღლე ესმა ჯოპუა გახლავთ, რომელიც მისი კოლეგაა. წყვილს საერთო შვილი ჰყავს.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ: