ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს, სადაც ბავშვებში ყაზბობის გამომწვევ მიზეზებსა და მოგვარების გზებზე საუბრობს:
„რა ითვლება ყაბზობად ბავშვთა ასაკში?
ნაწლავთა მოქმედება დღეში 1-2-ჯერ იდეალური სიხშირეა, მაგრამ დღეში 3-იდან, კვირაში 2–3-ჯერამდე ესეც შეიძლება ნორმა იყოს, თუ:
✅დეფეკაცია არ არის მტკივნეული
✅განავალი არ არის ძალიან გამკვრივებული
✅ბავშვი არ იკავებს ტკივილით
✅მუცელი არ სტკივა...
❗️ყაბზობის კლინიკური სურათია თუ ნაწლავთა მოქმედება ნაკლებია კვირაში 2-ზე ❗️ ან უფრო ხშირადაა, მაგრამ ხდება ტკივილით, გაძნელებით, შეკავებით....
✅რა არის ყაბზობის მიზეზი?
ბავშვთა უმეტესობაში მიზეზი ფუნქციურია (ანუ ორგანული დაავადების გარეშე):
✅ტუალეტის შიში (ტკივილის გამოცდილების შემდეგ)
✅კვების რეჟიმის დარღვევა, კვებაში ნაკლები ბოჭკო, სითხის ნაკლებობა
✅ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება (ფიზიკური აქტივობის შემცირება)
✅ნეიროგანვითარების დარღვევები იშვიათად, მაგრამ მნიშვნელოვანია გამოვრიცხოთ ორგანული მიზეზები (მაგ: ჰირშპრუნგის დაავადება, ჰიპოთირეოზი და სხვა).
რას აკვირდება მშობელი?
✅თუ 3 დღეზე მეტხანს არ აქვს დეფეკაცია
✅ტუალეტზე ჯდომისას ტირის, ეშინია, იკავებს, ფეხებს ჭიმავს ან აჯვარედინებს, იმალება დეფიკაციის დროს...
✅აქვს მუცლის შებერილობა
✅საცვალზე მცირე რაოდენობით განავლის გაჟონვა ხდება (ეს უკვე გადავსებული ნაწლავის ნიშანია!)
‼️რას ვაკეთებთ?
კვებას ვაქცევთ ყურადღებას და რაციონს ვამდიდრებთ ბოჭკოვანი კვებით (ბოსტნეული, ხილი, რძემჟავა პროდუქტები)
✅საკმარისი სითხის მიღების კონტროლი
✅ფიზიკური აქტივობა
‼️ძალიან მნიშვნელოვანია — არ დავაძალოთ და არ დავსაჯოთ.
‼️ თუ პრობლემა გრძელდება, მხოლოდ დიეტა არ არის საკმარისი. ხშირად საჭიროა ოსმოსური საფაღარათოები , რომლებიც უსაფრთხოა და არ იწვევს დამოკიდებულებას. როდის მივმართოთ პედიატრს ან გასტროენტეროლოგს დაუყოვნებლივ?
✅თუ შეამჩნევთ:
❗️️სისხლს განავალში
❗️წონის კლების ტენდენციას
❗️ძლიერ მუცლის ტკივილს
❗️ქრონიკული, მკურნალობაზე რეზისტენტული ყაბზობა…
‼️უნდა გვახსოვდეს, რომ ყაბზობა არ არის „მცირე დისკომფორტი“- ეს არის ბავშვის სხეულის სიგნალი, რომელსაც თუ დროულად არ მოვუსმენთ, ჩუმად გადაიქცევა დიდ პრობლემად“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: