Digest Logo

„ჩემს გულთან ერთად“ - კარლო პონტი ქართველ რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

1732543126
კარლო პონტი

ცოტა ხნის წინ ზუმბას ქართველი ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ნიშნობა შედგა. მარიამის ცხოვრება სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის მსოფლიო ვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟზე იყო შეყვარებული. 

კარლო პონტიმ ახლახან სოციალურ ქსელში დედასთან და ქართველ რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ასე დაასათაურა:

„ჩემს გულთან ერთად, - წერს კარლო პონტი.

სოფი ლორენის ქართველმა რძალმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუც ჩაწერა, სადაც ის კარლო პონტის გაცნობაზე საუბრობდა.

„სამი დღის განმავლობაში ისე ვმესიჯობდით, მისი სახელი, გვარი და ზუსტი ვინაობა არ ვიცოდი. მესამე დღეს კი, როდესაც ვინაობა გამიმხილა, ცოტა დაუჯერებლად მომეჩვენა, სანამ ვიდეოზარით არ დავრწმუნდი, რომ კარლო ნამდვილად კარლო იყო. სასიამოვნო განცდა იყო, რომ ასეთი წარმატებული პიროვნების გაცნობის პატივი მხვდა წილად, მაგრამ ასეთ სცენარს, როგორც შემდგომში ჩვენი ამბავი განვითარდა, ნამდვილად არ ველოდი“, - ამბობდა მარიამი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორია მაკა ძაგანიას ცხოვრება ქალაქგარეთ - „ვაზში შესვლა ჩემთვის დღესასწაულის ტოლფასია…“

„ხანდახან გაპრანჭვა მართლაც მენატრება, მაგრამ ტალახში, ტყეში ვის გავეპრანჭო? რაც გიორგი პრეზიდენტი აღარ არის და აღარ მიწევს“ - მაკა ჩიჩუა

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული - როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად იყოთ!