ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა სოციალურ ქსელში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების იმ ნაწილს მიმართა, ვინც მატჩის დაწყებამდე საჯარო პირობა დადო.
„ჩემს თავს გაფიცებთ!
ნუ დაიწყეთ პოსტების წაშლა. ჩემი ტყუპის მერკურის გამო სულ ზუსტად მახსოვს, საქართველოს მოგების შემთხვევაში ვის ჩუსტებით უნდა გერბინათ რუსთაველზე, ვის ბიუსტჰალტერი უნდა გაგეძროთ, ვის უნდა გელოცათ და ვის ცხოვრებაში ის უნდა გაგეკეთებინათ, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ.
თავანი დაიდოს!
P. S. არა, მე სამარე ვარ, მაგრამ პირობა აასრულეთ, ძმებო და დებო!“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ: