Digest Logo

„ჭეშმარიტი მარხვაა, როცა ხვდები, რომ ყველა ცხოველური სურვილის შესრულება თავისუფლება არ არის...“ - გიორგი ლობჯანიძე

1787303781
გიორიგ ლობჯანიძე

თანამედროვე სამყაროს ხმაურში მარხვა საკუთარ სულთან დაბრუნების შესაძლებლობაა. რას ნიშნავს სხეულის ფიზიკურ სიმსუბუქესთან ერთად გონების გათავისუფლება და რატომ იწყება ჭეშმარიტი მარხვა ფიქრებიდან და არა თეფშიდან? 

აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს გვიზიარებს:

„მარხვა მხოლოდ სხეულის შიმშილი არ არის. ჭეშმარიტი მარხვაა, როცა ხვდები, რომ ყველა ცხოველური სურვილის შესრულება თავისუფლება არ არის.

მარხვის ჭეშმარიტი დრო დგება მაშინ, როცა საკუთარ თავს ეკითხები: ვმართავ ჩემ თავს, თუ სურვილები მმართავენ მე?

თუ ღმერთთან სიახლოვემ ადამიანების მიმართ სიყვარული არ გაგიზარდა, ჯერ კიდევ საკუთარ თავს ეძებ.
სულიერების პირველი ნიშანი შეიძლებს იყოს არა ის, რომ ბევრი რამ იცი, არამედ ის, რომ ფრთხილად იწყებ მსჯელობას სხვებზე.

შესაძლოა ბევრი წმინდა სიტყვა იცოდე და მაინც შორს იყო სიწმინდისგან, ხოლო ადამიანს, რომელიც ჩუმად ჰპატიობს, ეხმარება და საკუთარ სიამაყეს ებრძვის, შეიძლება სიტყვებზე გაცილებით მეტი ესმოდეს ღმერთის შესახებ.

სულიერება არის ბრძოლა საკუთარ თავში იმ ადამიანთან, რომელსაც სხვებისთვის კარგი ადამიანის სახელის მოპოვება უფრო მეტად უნდა, ვიდრე სინამდვილეში კარგი ადამიანის გახდომა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ხშირად უკავშირებენ გაშვებას, ძველი ენერგიებისგან გათავისუფლებას...“ - ზუთხის მთვარე: თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი

⭕ საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი

⭕ „იცოდით, რომ დღე-ღამეში გაქვთ ერთი განსაკუთრებული წუთი, რომელიც თქვენი დაბადების თარიღშია „დაშიფრული“?“ - რას წერს ეზოტერიკოსი