Digest Logo

„ჩვენ ვართ ერთგვარი სამყაროს არისტოკრატია...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1776197640
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ქრისტე რადგან აღსდგა,

და რადგან — დასტურდება სიკვდილზე გამარჯვება,
და რადგან — ჩვენ მისი სამეფოს მოქალაქენი ვართ,

ჩვენ ვართ ერთგვარი სამყაროს არისტოკრატია,
პრინცები,
პრინცესები,
მეფენი,
დედოფლები,
სამეფო და სამღვდელო დასი, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის — აი, ეს არის ადამიანი;

მადლით ღმერთი,
ღვთის შვილობის სტატუსით,

სიყვარულის მატარებელი,
სიხარულის მატარებელი,
ბედნიერების მატარებელი,
სამყაროს შემოქმედის მსგავსი,

და ეს ყველაფერი, რომელიც განიცდება ჩვენს შიგნით — დასტურდება ობიექტურადაც, ამქვეყნიური თვალსაზრისით“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორი რძალი ვარ?...“ - როგორ გაატარა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვანცა დარასელიამ

⭕ „მოერიდეთ: იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას...“ - ასტროლოგის რჩევები 17 აპრილის ახალმთვარეობისთვის

⭕ „სამყარო კარს გიღებთ, შედით მასში!...“ - რა გავლენას იქონიებს 17 აპრილის ახალი მთვარე: ასტროლოგის რჩევები