Digest Logo

„ჩვენი ბედნიერი დღე“ - გელა დაიაური და ეკა მანჩხაშვილი დაქორწინდნენ

1664622700
გელა დაიაური და ეკა მაჩხაშვილი

პოეტი გელა დაიაური დაქორწინდა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია, რომელმაც ჯვრისწერის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ასე დაასათაურა „ჩვენი ბედნიერი დღე“.

11 წლის წინ გელა დაიაურის ოჯახში ტრაგედია შეემთხვა – ავტოავარიაში დაიღუპნენ მისი მეუღლე, მუსიკოსი თეონა ქუმსიშვილი და წყვილის ორი ვაჟი, დემეტრე და ჯარჯი.

მას შემდეგ ის მარტო ცხოვრობდა, თუმცა დაიაურმა ერთ-ერთ ბოლოდროინდელ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა რომ თეოს ვერავინ შეუცვლის, მაგრამ მარტო ყოფნით დაიღალა და ჰყავს რჩეული:

„ის სრულყოფილი ბედნიერება, ალბათ, აღარასდროს იქნება, თუმცა ცხოვრება გრძელდება… გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს რომ დაუდგები გვერდით, ე.ი. ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ…“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 გიგი დედალამაზიშვილმა 18 კილო დაიკლო - მომღერლის რჩევები წონაში დაკლების მსურველებს

🔵„მოიმატებს მოტყუებისა და თვითმოტყუების ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„სრულიად საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ ქართველი წინასწარმეტყველის ყოველი სიტყვა ზედმიწევნით ზუსტად ცხადდება“ - რას აქვეყნებს ლელა კაკულიას გვერდი?