Digest Logo

„ჩვენთვის ეკლესია ზიარებაა...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1788625200
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ჩვენთვის ეკლესია ზიარებაა,
ანუ ქრისტეა,
ქრისტე – რომელიც არის სამოთხე.
და იმისათვის, რომ მე სამოთხეში ვიყო – ჯერ უნდა დავინახო ეკლესია,
მისი ცოცხალი ნაწილი გავხდე.
– რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ეს შევძლო?!
– პირველი: უნდა ვუერთგულო ქრისტეს ყოველდღიურობაში, სიტყვით, საქმით, შინაგანი მდგომარეობით,
ეს არის მცნებების აღსრულება,
გავიგო, ქრისტეს რა უნდა ჩემგან, რა მაგალითს მაძლევს...
ამისათვის საჭიროა ბევრი ცოდნა,
წმინდა წერილის სიღრმისეული გაგება,
წმინდა მამების კითხვა,
ლოცვა...
– მეორე: ადამიანი ისეთი ოხერი ვინმეა, თუ დღე არაფერი გააფუჭა, ღამე მისი ქვეცნობიერი ფრთებს შლის და რას აღარ კადრულობს,
ხომ იცით?!
ღამე ადამიანი სწავლობს ომს, ბრძოლას,
– ვის ვებრძვი ღამე?
– დემონურ სამყაროს,
ჩემში გაბატონებულ ვნებებს და ჩემს უწმინდურ გულს.
– მესამე: ევქარისტია, რომელიც მე სამოთხედ უნდა მექცეს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ვასრულებთ უკვე დაწყებულ საქმეებს...“ - 5 სექტემბრის ასტროპროგნოზი

⭕ სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა

⭕ „ადამიანები თავიანთ უბედურებაში პარტნიორებს ადანაშაულებენ...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე