Digest Logo

„და ჩვენ გვიკვირს, რატომ ამდენი ავადმყოფი?!“ - ვატო მსხილაძე გაზის ღუმლის ტოქსიკურობაზე

1770290087
ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც გაზის ღუმლის ტოქსიკურობაზე საუბრობს. 

იგი „დუხოვკას“ ტოქსიკურ კამერას უწოდებს და ამბობს, რომ როდესაც გაზის ღუმელში აცხობ, წვა ხდება იმავე ყუთში, სადაც საკვები დევს:

„დიასახლისები ალბათ დამჭრიან, მაგრამ მაინც...

გაზის ღუმელი, იგივე „დუხოვკას“ რომ ვეძახით, არის ტოქსიკური კამერა.

როდესაც აცხობ გაზის ღუმელში, ეს არის ჩაკეტილი სივრცე, წვა ხდება იმავე ყუთში, სადაც საკვები დევს.
ცირკულაცია 0. ნამწვი NO_2, CO ვერ მიდის ზევით რადგან ღუმელი დახურულია.

ის ტრიალებს საკვების გარშემო. გაზის წვის ერთ-ერთი პროდუქტი არის წყალი (ორთქლი). მოკლედ, ეს ორთქლი კონდენსირდება ან შეიწოვება საკვების ზედაპირზე.

ცოტა ტოქსინი ღუმელში, ცოტა წყალში, ცოტა, ჰაერში, ცოტა საკვებში და ა.შ. ყველაფერში...

და ჩვენ გვიკვირს რატომ ამდენი ავადმყოფი...

პრობლემა არავისშია, მხოლოდ ჩვენშია, რადგან ჩვენ ვართ პრიმიტივის ზენიტში და ამის აღიარება არ გვინდა. მაგრამ, სანაცვლოდ ყოველთვის გყავს ვინმე, ან რამე, ვისაც დავაბრალებთ ყველაფერს.

მიუხედავად ამდენი უმეცრებისა, ჩვენი სხეული დადის ხვდებით? სუნთქვას და ა.შ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მინიმიზაცია გავაკეთოთ ტოქსინების...

აი, აქ სხეული და გონი იწყებს იმ დამატებითი შესაძლებლობების მოცემას, რაც ბევრს ჯერ კიდევ მისტიკა ჰგონია...“, - წერს ვატო მსხილაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

მატილდა გვარლიანი DOLCE & GABBANA-ს სახე გახდა

საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც სხვადასხვა ორგანოებს აზიანებს - „იწვევს აკნეს და ანთებას“

ქობულეთში ავარიას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა