სალომე სამადაშვილი ეხმიანება ანსამბლ „სუხიშვილების“ მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც კულისებში, რეპეტიციაზეა გადაღებული. ვიდეოს საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
🎥 „ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“ - ნინო სუხიშვილი კულისებში
„რატომ ითხოვს სუხიშვილების პროფესიული ცეკვის ანსამბლი მაღალ, გამხდარ, სწრაფ და მოქნილ მოცეკვავეებსო…დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, ცხადია, მსოფლიომაც სასურველია ასეთი გვნახოს.
მოცეკვავეს რომ გარკვეული ფიზიკური მონაცემები სჭირდება - რა არის ამაში უცნაური?
ხარისხის სტანდარტია „სუხიშვილები“ ქართულ ცეკვაში. უხარისხობა სამარკო ნიშანი გახადა ამ მთავრობამ.
ხარისხიანი რაც გვაქვს, მოდით ბარემ ერთბაშად გავანადგუროთ, „იმ პიროვნება“ - ტალიბანივით.
ნინო სუხიშვილი კი სამიზნეა, რადგან ნამდვილი პატრიოტია, პროფესიონალი და ქართულ საქმეს აკეთებს“ - წერს სალომე სამადაშვილი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: