რამდენიმე დღის წინ სუხიშვილების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე რეპეტიციის კადრები გავრცელდა, სადაც ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს მიმართავს.
🎥 „ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“ - ნინო სუხიშვილი კულისებში
აღნიშნულმა კადრებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, საზოგადოების ნაწილი მას მხარს უჭერდა, ნაწილმა კი გააკრიტიკა.
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აღნიშნულ კადრებს ეხმაურება მისი თქმით, ანსამბლი „სუხიშვილები“ მრავალი წელია, რაც ქვეყნის სახეა და ხელმძღვანელიც უმაღლეს ხარისხს ითხოვს.
„უკაცრავად და ნინო სუხიშვილის ვიდეოზე ( სადაც კონცერტის შემდეგ შენიშვნას აძლევს ანამბლის ზოგიერთ წევრს) რა ცრუ და თითიდან გამოწოვილი “ისტერიკებია” ატეხილი?
დიახ, ანსამბლ სუხიშვილებში თუ ცეკვავ მაღალპროფესიონალური მოთხოვნაა ხელმძღვანელისგან ცხადია, არის სხვა „მოყვარულთა წრეები”, იქ სხვა მოთხოვნაა ცხადია. ეს ანსამბლი „სუხიშვილები" სახეა (მრავალი წელია) ქვეყნის.
„საშუალო არ მინდაო“ - არამედ უმაღლეს ხარისხს ითხოვს ხელმძღვანელი და რა ხდება და რა არის გასაოცარი ამაში ??? დიახ, უმაღლეს საბალეტო სკოლაში თუ აკადემიაში, ცხადია წონის, ტექნიკის ხარისხის, ნიჭის, სხვაგვარი მოთხოვნებია.
მოყვარულთათვის ცხადია ასე არ არის!
ეს „გადამეტებული" ,ცოტა არასწორად გადმოღებული და აღქმული ვითომ "სხვათა უფლებების" დაცვა, თან ისე, რომ იქვე თავად სასტიკად „ილანძღებიან ზოგიერთები” აუტანელი და შეუძლებელია უკვე ……..
აბა ასე შევხედოთ: ქორეოგრაფის - ხელმძღვანელის , (წლების მანძილზე, რომ დიდი შრომის ფასად მსოფლიოში განთქმული ანსამბლი მოჰყავს შრომით წვალებით და რუდუნებით ), მისი უფლებები არ ირღვევა????მაშინ , როცა უხარისხო შედეგი შეიძლება დაიდოს სწორედ წონის და დისციპლინის დარღვევის გამო ???
„ყარს დანიის სამეფო” ,„ააქოთა" ამ ბინძურმა პოლიტიკამ სრულიად საქართველო!
ყველანაირ სანუკვარს ნუ გათხვრით და შემოქმედ ხალხს „ოჯახებში” ნუ უვარდებით, ანსამბლი „ოჯახია”, კულისი, რეპეტიცია შემოქმედის „სამზარეულოა”
ავანგარდში მყოფ ანსამბლ სუხიშვილს გაუმარჯოს , ხელმძღვანელიან მოცეკვავეებიანად!“ - წერს თაკო ჩარკვიანი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„რამ გადაგვარჩინა? რატომ იყო ჯერ ხმა და მერე რხევა?“ - სეისმოლოგი მიწისძვრასთან დაკავშირებით