
რამდენიმე თვის წინ ზუმბას ქართველი ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ნიშნობა შედგა. მარიამის ცხოვრება სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის მსოფლიო ვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟზე იყო შეყვარებული.
ამჯერად გვერდი eklesianews.ge სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, საიდანაც ვიგებთ რომ კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მოინათლა. ასევე აღნიშნული გვერდი წერს, რომ იგი და მისი ქართველი რჩეული საქართველოში აპირებენ დაქორწინებას, სადაც თავად სოფი ლორენიც იქნება:
„სამთავროს მონატერში, გუშინ მოინათლა სოფი ლორენის შვილი, ცნობილი დირიჟორი და დაერქვა სახელი გაბრიელი, ჩვენი წმ.ბერი გაბრიელის პატივსაცემად.
ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის“, - წერს eklesianews.ge.
@eklesianews.ge Sophia Loren’s son was baptized according to the Orthodox tradition at the Samtavro Monastery in Georgia. სამთავროს მონატერში, გუშინ მოინათლა სოფი ლორენის შვილი, ცნობილი დირიჟორი და დაერქვა სახელი გაბრიელი, ჩვენი წმ. ბერი გაბრიელის საპატივცემულოდ. ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის.❤️✨
♬ original sound - eklesianews.ge ☦️
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: