საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ზე მესამე მატჩი პორტუგალიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ჩვენს გუნდს საწყის ორ მატჩში ერთადერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და, მერვედფინალში გასასვლელად, პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.
გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძემ, რომელმაც თამაშის დაწყებამდე კრიშტიანუ როლანდუ დაწყევლა, მორიგი სახალისო პოსტი გაავრცელა.
„იძახეთ ახლა კვარა, მამარდა, მიქაუტაძე. ხო სულ მაგენმა მოიგეს. მე არაფერი მიკეთებია ხო? რონალდოს ნამდვილი სახე რომ გაჩვენეთ, ეს არაფერი იყო?
დაგჭირდებით მე თქვენ კიდე ესპანეთის ნაკრებთან.
ახლა კი სერიოზულად:
უბრალოდ ძალიან შოკში ვარ. ეს რა იყო ხალხო... ეროვნული დღესასწაულია მთელს ქვეყანაში.
ზეიმობენ ჩვენი ემიგრანტები. ასეთი საქართველო“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელია
⭕„მგონი, მართლა მაგარი ექიმი ვარ, ბიჭო...“ - დათო ხარაბაძე ისტორიული გამარჯვების შემდეგ
⭕„საქართველომ პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა, პლეი-ოფში გადასვლა შეძლო და ისტორია დაწერა“ - BBC