Digest Logo

„დარწმუნებული ვარ მკაცრად დაისჯება... თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს“ - ნინო წილოსანი

1726733155
ნინო წილოსანი

უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ნინო წილოსანი გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს და წერს, რომ მკვლელი მკაცრად დაისჯება.

„ძალიან მიმძიმს მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი, სიტყვებს ვერ ვპოულობ… კესარია სავარაუდოდ საკუთარი პარტნიორისგან არაერთხელ იყო ძალადობის მსხვერპლი და ბოლოს, ეს ისტორიაც ასე სავალალოდ დასრულდა…

მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და დარწმუნებული ვარ მკაცრად დაისჯება, ფაქტს ხომ ვეღარაფერი შეცვლის, კესარია გარდაცვლილია…

თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს“, - წერს ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა. მათვე ცნობით, მომხდარზე დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ, ვიცი არავის დააჩაგვრინებთ, უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი… ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა, დედიკოს მეძახდა“ – კესარია აბრამიძის მეგობარი

⭕ „კესო ჩვენი მეზობელი იყო, ხშირად მხვდებოდა, ბოლოს აფთიაქში შემხვდა… რიგში ვიდექით ერთად, პენსიონერ ბებოს ფული აკლდებოდა და ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო“ - რას წერს ელენე ნანობაშვილი?