
„ტიკ-ტოკერ“ ქეთი ქველაძეს, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და დიდი პოპულარობით სარგებლობს, დედა გარდაეცვალა.
როგორც ცნობილია, ქეთი ქველაძის დედა ქუჩაში ცხოვრობდა, რადგან ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები.
„დასრულდა ისტორია… წავიდა დედამისთან… არ ვიცი რატო ვკვდები ახლა მე, მამიკოს ვუწმენდდი საფლავს, თურმე დედაჩემის სამარეს ვთხრიდი…
21:07 წუთზე დამირეკეს პოლიციიდან დედაშენი აღარ არისო… განა როდის იყო, მაგრამ რატო ამ სააღდგომოდ?!
ის ყოველ წელს აღდომას ელოდებოდა, უყვარდა სასაფლაოებზე სიარული და საჭმლის მოგროვება… იმედია, იმ ცხოვრებაში მაინც იქნება ბედნიერი მის ძაღლებთან ერთად“, - წერს ქეთი ქველაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 კვერცხი, თაფლი, კონიაკი და ლიმონი - უნივერსალური რეცეპტი მრავალი დაავადების განსაკურნებლად