Digest Logo

🎥 „დავურეკე, თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ავღრიალდი, ისიც ავატირე“ - რას წერს მელიტა ფურცელაძე აჩიკო ბერიძეზე

1724067967
მელიტა ფურცელაძე

მომღერალმა აჩიკო ბერიძემ კონცერტზე ნუნუ ტუღაშვილის სიმღერა შეასრულა, რომელიც გარდაცვლილ მეგობარს ლევან კბილაშვილს მიუძღვნა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე გამოეხმაურა:

„საღამოს ეთერში გასვლის შემდეგ დავურეკე აჩიკოს, თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ავღრიალდი, ისიც ავატირე, ვერაფერი მითხრა, არც არაფერია სათქმელი.

სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა მწვერვალსაც არ უნდა მიაღწიო, ღირსება ყველაზე ძვირფასი რამაა ადამიანისთვის.

ღირსეული და კარგი კაცი ხარ, ჩემო აჩიკო იმიტომ რომ, იცი ნამდვილი მეგობრობის და მეგობრის ფასი ვერ ვუსმენ და არ ვიცი რა სიმღერა მიუძღვენი ლევანიკოს და ლაშიკოს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ შენს საღამოზე აუცილებლად იქნებოდნენ და ალბათ იქიდან შენთან ერთად მღეროდნენ.

წარმატებები ჩემო აჩი“, - წერს მელიტა ფურცელაძე.

15 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.

ბათუმში, მმართველი პარტიის კანდიდატი არჩილ ბერიძე იქნება, რომელსაც საზოგადოება ჯგუფ „ალილოდან“ იცნობს, სადაც იგი სოლისტი გახლავთ.

აღნიშნული წარდგენის შემდეგ არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დიდი პატივია მისთვის „ქართული ოცნების“ მიერ მისი კანდიდატად დასახელება და პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უფრო აქტიურად იზრუნებს ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე.

ცნობისთვის, დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებასა და, უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სხვა მსაჯების 80% იძახის, რომ ეს რა გიქნესო“ - სანდრო ბაზაძე სკანდალური ოლიმპიადის შიდა სამზარეულოზე

🎥 „ეს დღე სატანური დღეების სახელითაცაა ცნობილი“ - 19 აგვისტოს სავსემთვარეობის სირთულე და ასპექტები ხათუნა ნოელისგან

🎥 თაკო ჩორგოლაშვილი შვილთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს - ტელეწამყვანი სანაპიროდან სახალისო კადრებს გვიზიარებს