Digest Logo

„დებივით ხართ, ლამაზები“ - ახალი კადრები შორენა ბეგაშვილის დაბადების დღის გრანდიოზული წვეულებიდან

1752249367
შორენა ბეგაშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.

მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.

მოდელი 8 ივლისს იუბილარი იყო, იგი 43 წლის გახდა დაბადების დღე საკუთარ სახლში აღნიშნა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. 

ამჯერად შორენამ სოციალურ ქსელში წვეულებიდან მორიგი კადრები გაავრცელა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა: