Digest Logo

🎥 „დედოფალი აელიტა 80 წლის გახდა, ისე ცუდად იყო ვინმეს რომ ეთქვა არ დავიჯერებდი... ეს გახლავთ უპირობო სიყვარულის ძალა“ - ანა ბარბაქაძე

1749543233
ანა ბარბაქაძე

ემიგრანტი ანა ბარბაქაძე, რომლის დედასაც დემენცია აქვს, სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

გარდა ამისა, ემიგრანტი ცდილობს პერიოდულად საზოგადოებას სწორი რჩევები მისცეს. 

ანას დედა 80 წლის გახდა. შვილმა კი მასთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელსაც ემოციური პოსტი დაურთო:

„ყოველთვის თავს განდეგილად ვგრძნობდი, ყოველთვის ჩრდილქვეშ ვიდექი, მრცხვენოდა საკუთარი თავის არსებობა.

სირცხვილი ბავშვობაში მასწავლეს, რასაც თქვენ გიზიარებთ და მოგწონთ ამას ბავშვობაში ვამბობდი და ყველა დამცინოდა. არა იმიტომ, რომ სასაცილო იყო ის რასაც ვამბობდი, არამედ იმიტომ, რომ მათი გონი ჯერ არ იყო მომწიფებული რეალობის მისაღებად და თავს ჩემი დაცინვით იცავდნენ. ასე მალავდნენ უცხო ხილისადმი შიშსა და ძრწოლას.

მერე რა, მოვა დრო და მიხვდებიან, ტკივილიანი ვიტყოდი და ვაგრძელებდი ყველასგან შორს მდგარი არსებობას.

თუ მორიდებულობის დამალვას ვცდილობდი, ვხვდებოდი ჭარბად მოსაუბრე, ბჟუტურით ვცდილობდი ჩემ სახეზე არსებული სიწითლის გადაფარვას.

ახლაც მორიდებული ვარ, მაგრამ ახლა თქვენი სულის სიდიადის დამნახველი ვირჩევ მორიდებულად ყოფნას.

დედამ და დემენციამ სამყარო სულ სხვაგვარად დამანახვა, შემცვალა და ჩემში არსებული ცხოველი აღამაღლა, დედამ ტკივილით მასწავლა საკუთარი თავის სიყვარული და სამყაროს ნდობა. მადლიერი ვარ და არ დავიღლები განმეორებით, დედამ და დემენციამ მე უკეთესობისკენ შემცვალა, დედამ და დემენციამ ყველაზე ნეგატიურად მოაზროვნე მე, პოზიტიური გამხადა, დედამ და დემენციამ მე უპირობო სიყვარული მასწავლა.

დედოფალი აელიტა 80 წლის გახდა, 4 დაბადების დღეს ხვდება კანადაში, ჩვენთან ერთად. თავიდან ისე ცუდად იყო დედა ბოლო სტადიის დემენციის გამო, ვინმეს რომ ეთქვა ზემოთ აღნიშნული არ დავიჯერებდი. ეს გახლავთ უპირობო სიყვარულის ძალა. სასწაულები ხდება, ბედნიერი და მადლიერი ვარ“, - წერს ანა ბარბაქაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ექსკურსიების დაგეგმვისგან თავი შეიკავეთ, ვისაც ქორწილი გაქვთ ღია ცის ქვეშ, მიიღეთ შესაბამისი ზომები“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

„10 წლის შემდეგ გამოვიდა ჩემი ახალი ალბომი... მსურს დიდი მოწიწებით მოვეფერო დიდ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგვას გადაარჩინეს ჩემი სიმღერები“ - ნინო ბაშარული

„ვცდილობ ახალგაზრდულად დავბერდე... ხშირად მიფიქრია, ახლა ოცი წლით პატარა ვიყო და ეს ტვინი მქონდეს-მეთქი“ - რას ჰყვება თამუნა ამონაშვილი