Digest Logo

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მცდელობაა მამა დოროთემ მე მომაკუთვნოს რაიმე პირადი დაინტერესება

1761666508
ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 25 ოქტომბერს პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერით გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. 

„თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მცდელობაა მამა დოროთემ მე მომაკუთვნოს რაიმე პირადი დაინტერესება. ვასაჯაროვებ 25 ოქტომბერს პატრიარქის მდივნის, დეკ. მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერით გაგზავნილ წერილს.

საკვირველია, რამდენიმე დღეა ხელთ აქვს ეს დოკუმენტი და მაინც ცდილობს ჩემზე გადმოიტანოს აქცენტი, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. იმედია ხელმოწერის გაყალბებაშიც არ დამდებს ვინმე ბრალს.

ღმერთი შეეწიოს მამა დოროთეს, რომ გასცეს ამ შეკითხვებს პასუხი“, - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

⭕„მიცვალებულებს დასცინეს, სიკვდილი გაუხარდათ...გვაგინეს, გვაფურთხეს, გვწყევლეს...“ - ნინო ახობაძე

⭕„ჩემო ყველაზე ერთგულო, საიმედო, საუკეთესო ძმაო...“ - ბერა ივანიშვილი ლაშა ბასლანძის გარდაცვალებაზე