Digest Logo

🎥 „დღეს ამოვწყდი და ახლა თქვენი ჯერია...მამამ შეუცვალა დაბადების მოწმობა,“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თამუნა მუსერიძე?

1744390503
თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ თურქეთიდან ჩამოვიდა კაცი, რომელიც ბიოლოგიურ დედას ეძებს:

„ბათუმიდან დამიკავშირდა ქალბატონი დალი მამულაძე, რომელმაც მითხრა, რომ მის სასტუმროში სტუმრად არის მოსული ბიჭი, რომელიც ჩამოვიდა თურქეთიდან და ეძებს დედას. ამ ბიჭის ისტორია არის ასეთი - 1996 წელს არის დაბადებული ეს ადამიანი საქართველოში. დედა გაჰყვა ცოლად წარმოშობით თურქს და წავიდა თურქეთში. რამდენიმე წლის შემდეგ ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. მამამ შვილი არ გამოატანა საქართველოში. ეს შვილი ჰყვება რომ მამამ შეუცვალა დაბადების მოწმობა, მეურვედ მისი შემდგომი მეუღლე ანუ მეორე ცოლი ჩაწერა დედად. მისამართიც შევიცვალეთ, რომ დედას არ ვეპოვეო“, - ამბობს ვიდეოში თამუნა მუსერიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„განსაკუთრებული და გამორჩეული“ - ირინა ონაშვილი იტალიაში მოგზაურობ

🎥 5 საუკეთესო ხილი თირკმელებისთვის და მისი დეტოქსისთვის - კოტე თოდუას რჩევები

🎥 „უცხოელი არტისტებისთვის ბევრი სიმღერა დავწერე...“ - რას ჰყვება მუსიკოსი ქრისტინე რესტაკიანი?