Digest Logo

„დღეს ბზობაა, ადამიანებისთვის მანძილის შეხსენების დღე“- რას წერს გიორგი კეკელიძე

1714283744
გიორგი კეკელიძე

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.

ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. 

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დღეს ბზობაა.

ადამიანებისთვის მანძილის შეხსენების დღე.

მანძილის სიმოკლის - პალმის რტოების დაფენიდან ვიდრე ჯვარზე გაკვრამდე. თუმცა, როცა მართალი ხარ, მეორე გზა უფრო მოკლე გამოდის - ჯვარზე გაკვრიდან - აღდგომამდე“,- წერს გიორგი კეკელიძე.

 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს არის საქართველო! ქართული გენი და სული“ - სანდრო გურგენაძის, ოთო ბაზერაშვილისა და „შავნაბადას“ „ჩაკრულო“

⭕ „არ მომწონს ეს ჩემი ბაყვები და მჭირდება დაკლება! უთხარი არა ფოტოშოპს და შეიყვარე შენი თავი როგორიც ხარ“ - ნუკის ცხელი ფოტოები მაიამიდან

⭕ნანიკო ხაზარაძეს მამა გარდაეცვალა

⭕„გთხოვთ, დამეხმაროთ 2 გოგოს პოვნაში, რომლებიც წელს ამთავრებენ სკოლას“ - რას წერს ელისო ყეინიშვილი?