
მომღერალი გიორგი მახარაშვილი, რომელმაც მუსიკოს დათო ევგენიძეს ღვიძლი გადაუნერგა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და საზოგადოებას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას უზიარებს.
„ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. დღეს ცოტა უკეთ ვარ მეც და დათოც. რაღაცების ჭამაც დავიწყეთ. დერეფანში ვსეირნობთ. იმდენმა ადამიანმა გვისურვა ძალიან კარგი სურვილები, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. გკოცნით გეხვევით“, - ამბობს გიორგი მახარაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ჩემთან კონტაქტის გარეშე ნუ მიგზავნით „საჩუქრებს” სარეკლამოდ!“ - მაია ასათიანი