Digest Logo

„დღეს ყველა ქართველი ჭირისუფალია, მადლობა ყველაფრისთვის“ - როგორ გამოეხმაურნენ ცნობილები ილია მეორე მეორის გარდაცვალებას

1773826515
ცნობილები ცნობილები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას ცნობილი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან. სოციალურ ქსელებსა და ოფიციალურ განცხადებებში ისინი პატრიარქის როლსა და მის მემკვიდრეობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

დაიჯესტმა“ თავი მოუყარა ცნობილი ადამიანების სამძიმრის წერილებს:

„ძალიან მიყვარხარ. რამდენი რამის დაწერა მინდა... აუცილებლად მოვყვები ჩემს თვალწინ მომხდარ სასწაულებზე, ილოცე ჩვენთვის უწმინდესო, იქიდანაც ილოცე, იქნებ გვეშველოს, გაგვინათდეს გულიც და გონებაც და შევიყვაროთ ერთმანეთი... მომიხსენე მე ცოდვილი, ცათა სასუფეველში“, - წერს ნინი შერმადინი. 

ჩვენც, ჩვენც ძალიან გვიყვარხარ უწმინდესო. მუდამ მემახსოვრება ჩახუტება თბილი და დალოცვა თქვენი“, - წერს სოფო ბედია. 

ჩვენც გვიყვარხარ პატრიარქო... მადლობა ყველაფრისთვის“, - წერს ანანო სახელაშვილი. 

დღეს ყველა ქართველი ჭირისუფალია. ყველაფრისთვის მადლობა ჩვენო პატრიარქო“, - წერს თათია შარანგია. 

„მისი ცხოვრება იყო რწმენის, სიბრძნისა და სამშობლოს მსახურების მაგალითი. ათწლეულების განმავლობაში იგი იყო სულიერი საყრდენი ჩვენი ქვეყნისთვის, ადამიანი, რომელმაც მრავალი თაობა გააერთიანა და გააძლიერა რწმენაში, სიყვარულსა და სიკეთეში.

საქართველომ დაკარგა უდიდესი სულიერი მამა, რომლის სიტყვები, ლოცვა და მოღვაწეობა სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში მეხსიერებაში. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ქართულ ეკლესიას, მართლმადიდებლურ სამყაროს და ყველა ადამიანს, ვის გულშიც განსაკუთრებული ადგილი ეკავა უწმინდესსა და უნეტარესს. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი.მშვიდობით განისვენეთ, უწმინდესო პატრიარქო“, - წერს მერსი სულხანიშვილი. 

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.

მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

 ასევე დაგაინტერესებთ: 

„იყო ჩვენი კოლექტიური მეხსიერების სიმშვიდე, წერტილი, საითკენაც ყველაზე დიდი ქარიშხლების დროსაც კი გაუცნობიერებლად ვიხედებოდით“ - ბაჩო ოდიშარია

🎥 „ბორისოვს გადასცა 10 000 დოლარი - თუ შეიძლება, ეს თანხა, გარდაცვლილების დასაკრძალად და მათ გასაპატიოსნებლად გამოიყენეთო“ - მოგონებები აგვისტოს ომზე

„მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება...“ - უცნობი ფაქტი ილია მეორეზე