Digest Logo

„დღევანდელი აქციის მონაწილეებს თუ უცხოელი დიპლომატებიც შეუერთდებიან, არაფერი გვაქვს საღრენი და საჩხუბარი, პირიქით, ეს საქართველოს მხოლოდ მოეხმარება“ - ნათია ფანჯიკიძე

1655356928
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე 2019 წლის 20 ივნისის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, სწორედ ამ დღეს შვილების თაობამ გადაიბარა ჩვენი ნაცოდვილარი, სისხლით, ტანჯვით, შიმშილით და ათასი გაჭირვებით მოტანილი თავისუფლება და თქვა - არ დავთმობ!

„20 ივნისი ერთი მხრივ საშინელი დღე იყო, მეორე მხრივ განსაკუთრებული დაბადების დღის მსგავსი. არასდროს ვყოფილვარ ეგრე ძლიერად დარწმუნებული, რომ საქართველოს დამოუკიდებლობამ გადალახა კრიტიკული დრო და ვეღარაფერი შეარყევს და აღარავის აპატიებს მის დაკარგვას. მაგ დღეს ყოველგვარი ორგანიზების გარეშე, გავრილოვისთვის რომ ეთქვა მაგიური შელოცვა „ნახუი“, სტიქიურად გარბოდა ხალხი სახლიდან და განსაკუთრებით ახალგაზრდები, ის ახალგაზრდებიც, არანაირ პოლიტიკურ ვნებათაღელვებში ჩართული რომ არ არიან და სხვა დროს თითქოს არაფერი ადარდებთ საკუთარი საქმის გარდა. ხოდა ეს დღე სიმბოლური დღეა, როცა შვილების თაობამ გადაიბარა ჩვენი ნაცოდვილარი, სისხლით, ტანჯვით, შიმშილით და ათასი გაჭირვებით მოტანილი თავისუფლება და თქვა - არ დავთმობ. ხოდა დღევანდელი აქციის მონაწილეებს თუ უცხოელი დიპლომატებიც შეუერთდებიან, არაფერი გვაქვს საღრენი და საჩხუბარი, პირიქით, ეს საქართველოს მხოლოდ მოეხმარება, 20-ში კი ასეთ დღეზე ვართ დაპატიჟებული“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მოგიყვებით დეტალურად რა ხდება ჩვენს თავს.. დაიხურა ვანო... ჩემი გადაცემაც... ვიბრძვით გადარჩენისთვის“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პესიმისტურ და დეპრესიულ ფიქრებს“ - ცაგარელი

🔵„გაფრთხილება! მიმდინარე პერიოდში ცაზე სატურნისა და კარმული კვანძების დაძაბული ასპექტები მეტად არასასიამოვნო კონფიგურაციას ქმნიან“ - ხათუნა ნოელი