რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, მოქალაქეებმა ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქცია გამართეს, სადაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
მოქალაქეებმა რკინის ბარიკადების ჩამოშლა სცადეს, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმს ჰქონდა აღმართული.
ამასთან, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში არასამთავრიბი ირგანიზაცია „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ წევრი - დავით შავდათუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიტინგის დარბევის პარალელურად „მონოჰოლში“ „ღამის შოუს ბენდს“ კონცერტი ჰქონდა.
„ორ საქართველოში ვცხოვრობთ პარალელურად: ერთია თავისუფლების (პათეტიკურია, თუმცა ფაქტია), მეორე - გელა გნოლიძის და ბაბი კირკიტაძის.
დიახ, კონცერტი ახლა ტარდება „მონოჰოლში“. პარლამენტიდან 1 კილომეტრში“, - წერს შავდათუაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები
🔵„მახსენებენ, რომ დეპრესია მქონდა და სუიციდი ვცადე... ეს როგორ უნდა იკადრო?“ - გიორგი კეკელიძე
🔵„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა!“ - ზაზა ფაჩულია