Digest Logo

„დიახ, მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის. ვიღაცის ტყუილის გამო ვიტირე, ვინერვიულე...“ - რას წერს ნინო გაჩეჩილაძე

1687937388
ნინო გაჩეჩილაძე

27 ივლისს სოციალურ ქსელში კონტროლიორის ფოტო გავრცელდა, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა. საზოგადოება კონტროლიორს მკაცრად აკრიტიკებდა, ამის მიზეზი კი ნინო გაჩეჩილაძის სტატუსი გახდა, რომელიც წერდა, რომ კონტროლიორმა კათარსისში მიმავალი 80 წლის ქალი, უბილეთოდ მგზავრობის გამო, დააჯარიმა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა ნინო გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მან მოგვიანებით სტატუსიც წაშალა. 

აღნიშნულ ფაქტს კონტროლიორი დიანა კვიციანიც გამოეხმაურა. მან მომხდარი დეტალურად აღწერა და აღნიშნა, რომ აპირებს პოსტის ავტორს უჩივლოს. 

👉„რატომ არასოდეს ინტერესდებით მეორე მხარესაც მოუსმინოთ? - არავის აქვს უფლება ცილისწამების, ჩემი დაბულინგების“ - კონტროლიორის მიმართვა საზოგადოებას

ნინო გაჩეჩილაძემ რამდენიმე საათის წინ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვინც ჩემი სტატუსის გამო ინერვიულა, განიცადა ისე, როგორც მე განვიცადე ფაქტი - ასაკოვანი ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მგზავრობის ფული არ ჰქონდა და მიდიოდა კათარზისში, რადგან სოცდაუცველი იყო, კონტროლიორმა დააჯარიმა.

დიახ, კანონი კანონია და ის, ნებისმიერმა, ასაკის მიუხედავად, უნდა დავიცვათ.

დიახ, მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თუმცა... იმ დღეს, გაჩერებაზე, ჩემს ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყავით, გააკეთებდით იმას, რაც მე გავაკეთე - მივედი კონტროლიორთან და ვთხოვე არ დაეჯარიმებინა მოხუცი, რომელსაც საჭმლის ფული არ ჰქონდა და რომ ჯარიმის გადახდა გაუჭირდებოდა.

სამწუხაროდ, მე არ დამინახავს როგორ ჰკრა ხელი მგზავრმა კონტროლიორს და არც ის ვიცოდი, რომ მგზავრს საერთოდ არ გაუტარებია ბარათი და რომ ზეპირად (ასე ვთქვათ) ამბობდა, ფული არ მაქვსო. სამწუხაროდ, მე არ ვიცოდი, რომ ეს ქალბატონი ბენეფიციარი არ იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას შეეძლო სიმართლე არ ეთქვა.
ახლა გავიგე, რომ მან, ნებსით თუ უნებლიეთ ითამაშა ჩემს (და იქ გარშემო მყოფ სხვა ადამიანების) ემოციებზე. გამოხატვით კი ყველამ სხვადასხვაგავარად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. მე მივედი კონტროლიორთან და ვუთხარი, რომ ამის შესახებ დავწერდი. მან მითხრა - სადაც გინდა დაწერე.

ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს აქვს თავისი ემოცია, ჩვენ ადამიანები ვართ და ეს ბუნებრივია. მაგრამ ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოხუცმა კონტროლიორს ხელი ჰკრა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ქმედებამ გამოიწვია კონტროლიორის გაღიზიანება და სწორიცაა. მეც გავბრაზდები, ვინმემ ხელი რომ მკრას, რომლის შემდეგაც ძნელია მართო ემოცია.კიდევ ვიმეორებ, მე არ ვიცოდი ხელი რომ ჰკრა მგზავრმა კონტროლიორს და ასევე, არ ვიცოდი, რომ ქალბატონი სინამდვილეში ბენეფიციარი არ იყო.

ახლა, როცა ყველაფერი გაირკვა, ის კი არ მადარდებს ხვალ-ზეგ კონტროლიორი ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას რომ აპირებს, ძალუმად მადარდებს ერთი რამ - ვის შეიძლება ვენდოთ? ვის შეიძლება გამოვესარჩლოთ? ვინ უნდა დავიცვათ? აი, ეს არის ჩემი წუხილი და ის, რომ ერთმა მოხუცმა მგზავრობაში 20 თეთრის გადაუხდელობის გამო, ეჭვის ქვეშ დააყენა ჩემი გულწრფელი ემოცია.

მეტიც, დამაფიქრა სხვა დროს რა გავაკეთო, გამოვესარჩლო ადამიანს, თუ გულგრილად გავიარო? გულგრილობა კი ჩემთვის მიუღებელი და აუტანელია, თუმცა, აი, ცხოვრებამ რა მძიმე მაგალითის მომსწრე გამხადა - ვიღაცის ტყუილის გამო ვიტირე, ვინერვიულე, განერვიულეთ და რაც მთავარია, რბილად რომ ვთქვა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე ქალი, რომელიც სინამდვილეში თავის მოვალეობას ასრულებდა და მგზავრმა, თავისი ტყუილით წარმოაჩინა ცუდად.

რატომ და როდემდე? ნუთუ არ შეიძლება ადამიანებმა ადამიანობა შევინარჩუნოთ? ნუთუ არ შეიძლება მგზავრობის თანხა გადავიხადოთ, რომელიც პენსიონერებისთვის ხუთჯერ მცირეა, ვიდრე არაპენსიონერებისთვის!? დღეს, 21-ე საუკუნეში როცა ტექნოლოგიები სინათლის სიჩქარით ვითარდება და არის ვირტუალური სამყარი - ფეისბუკი, სადაც ნებისმიერ გამოქვეყნებულ სამართალდარღვევაზე რეაგირება ხდება (ოფიციალურ განცხადებაში გადის), რატომ გახდა ტყუილი ნორმა?

დიახ, მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის და მე ნებსით თუ უნებლიეთ, მაქცია იარაღად! რატომ? რატომ? 20 თეთრი კი არა, ბევრი მილიონიც კი ღირს ამად?

ჰოდა, ახლა, რა გავაკეთო მე, ჩემნაირმა ადამიანებმა, ვისაც სისხლში გვაქვს სხვების დახმარება? ძალიან მაწუხებს მომხდარი, ძალიან.

მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულწრფელი ემოცია დაინახეთ ამ და იმ სტატუსში, რომელიც სიმართლის გარკვევისთანავე წავშალე!“, - წერს ნინო გაჩეჩილაძე.
 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 უბილეთოდ მგზავრობისას შეუძლია თუ არა კონტროლიორს მგზავრის ავტობუსიდან ჩამოყვანა? - ადვოკატის განმარტება

🔵„რამხელა პასუხისმგებლობაა გერქვას „მამა” და ამ სახელის წოდება გაამართლო“ - შალვა კეკელია შვილს დაბადების დღეს ულოცავს

🔵„რამ გაგაბოროტათ ხალხო ასე... მე ორი კილო მოვიმატე და რას მიწერენ“ - შორენა ბეგაშვილის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს