Digest Logo

„დიდი მაგალითი უამრავი ადამიანისთვის, უანგარო მონდომებით და დონკიხოტური სულით“ - გიორგი კეკელიძე გარდაცვლილ ნინო დოფიძეზე

1706172475
გიორგი კეკელიძე

ხაშურელი აქტივისტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ნინო დოფიძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე გამოეხმაურა და მასთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გაავრცელა.

„არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქს უტოლდებიან და მეტიც. ჩემთვის ხაშური ნინო დოფიძეა. ახალგაზრდა, საოცარი გოგო, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა. შეზღუდული შესაძლებლობა? საშინლად მძულს ასეთი სახელდებები.

ჩვენი ყველანი შეზღუდული შესაძლებლობების ვართ და ან ვინ ყოფილა შეუზღუდავი ძალის? ცოტა და ერთი მათგან ნინო იყო: დიდი მაგალითი უამრავი ადამიანისთვის, უანგარო მონდომებით და დონკიხოტური სულით.

რამდენჯერმე ვნახე ხაშურში, საკუთარ ლიტერატურულ კლუბში, რომელსაც მე ნინოს სახელს დავარქმევდი დღეიდან, თუმცა ახლო მეგობარივით მწერდა და ხშირად. მწერდა ყველაზე რთულ წუთებში - როცა ზოგი მეგობარიც მივიწყებდა. ვიცი, ბევრს გვაქვს მისი ამგვარი ვალი. როგორ გადავიხდით? ვერაფრით. ასე თუ ამოვიოხრებთ მხოლოდ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ერთ-ერთი გადასაღები ობიექტის არჩევისას გაცივდა, ერეკლე ამ ფილმის გადაღებას შეეწირა“ - ნინი ბადურაშვილი მამის გარდაცვალებაზე

„ამის გამოა განათლება არასახარბიელო სიტუაციაში...“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

🎥 მცირდება თუ არა ასაკის მატებასთან ერთად შვილოსნობის უნარი? - როგორია დაორსულების რეალური შანსები 30+ შემდეგ