Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, ეხმაურება და წერს, რომ კანონის ამერიკული ანალოგის ბაზას ხშირად იყენებს.
როგორც საჯაია წერს, საქართველოს ხელისუფლება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს ამერიკულ კანონად „ასაღებს“.
„ WARNING - Loooooong status.
რადგან იმ , მეც დავწერ ამერიკულ “ფარა”-ზე, არა, როგორც იურისტი, მაგრამ როგორც ჟურნალისტი, რომელიც ფარას მონაცემთა ბაზას ხშირად ვიყენებ.
* “ფარას” მიზანი უცხოური გავლენების გამოაშკარავება და აღრიცხვაა. შესაბამისად, იუსტიციის დეპარტამენტში უცხო ქვეყნის “აგენტად” - წარმომადგენლად/მიზნების გამტარებლად რეგისტრირდება პირი ან კომპანია, რომელიც ამერიკაში კონკრეტული (გარე) პოლიტიკური ძალის, მთავრობის, პოლიტიკური აქტორის ინტერესებისთვის მუშაობს;
* უხეშად, მაგრამ პირდაპირ, რომ ვთქვათ ესენი არიან ლობისტები და ლობისტური კომპანიები, რომლებიც ადვოკატირებას უწევენ, არა მაგალითად ადგილობრივი მედიის განვითარებას, შშმ ბავშვების განათლებას, ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვას და მსგავს საქმიანობებს, რასაც ჩვენთან დასავლელი დონორები აფინანსებენ, არამედ - ლობირებენ კონკრეტული მთავრობის/პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს.
* მაგალითისთვის - დღეს რუსეთის მთავრობას ამერიკაში მოქმედი ლობისტური კომპანია არ ჰყავს, მაგრამ მახსოვს იყო ხალხი, უნივერსიტეტებში ატარებდნენ შეხვედრებს, სადაც ამერიკელ სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ სოჭში ოლიმპიადის ჩატარება რუსეთის “გახსნისთვის” სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ რეგიონებიდან ჩამოსულ მოხალისეებს უცხოელებთან პირდაპირ ურთიერთობის შანსი ჰქონდათო. ასე ლობირებენ ლობისტები კონკრეტულ იდეას/მთავრობას/პარტიას და არ იხარჯებიან ამერიკაში რამე სფეროს განვითარებაზე;
* და რას აკეთებენ დონორები? დონორები ფულს და ძალისხმევას დებენ სფეროს განვითარებაში.
მაგალითად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, ზუგდიდში, ჩემი, ერთ დროს მხედრიონის საჯლიგინოდ ქცეული, სკოლა რომ გაარემონტა, არავის დაუმატებია ტრამპის (მაშინდელი პრეზიდენტის) ან რესპუბლიკელების ქება და რეკლამა. ეს იყო საჩუქარი ამერიკელი ხალხისგან და არა რომელიმე პარტიის თუ მთავრობის ინტერესის გატარება.
* სხვათა შორის, 2012 წელს, როცა რუსეთმა პირველი მსგავსი კანონი მიიღო, მთავრობა ამბობდა ფარას მოდელზე დავწერეთ, დასავლური კანონიაო“,- წერს ნანა საჯაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: